Tuesday, July 19, 2016

მეცხრე დღე


     დასრულდა ტრენინგი, აი, მეცხრე დღეც დადგა, საინტერესო,დატვირთული და ამავდროულად ნაყოფიერი. დავასრულე გეგმაზე მუშაობა, ვფიქრობ ჩემ პროექტში ყველაფერი გამოვიყენე, რაც ვიცოდი და რაც კიდევ ახალი ვისწავლე, მოვამზადე პროექტის პრეზენტაცია. პრეზენტაციამა კარგად ჩაიარა.  გული მწყდება რომ ეს ყველაფერი ასე მალე დასრულდა, მაგრამ რაც იწყება ყველაფერი აუცილებლად მთავრდება, ასე დასრულდა ჩემი ინტელის ტრენინგიც.
          დიდი მადლობა დათო, ასეთი საინტერესო თანამშრომლობისთვის!
         

Saturday, July 16, 2016

მერვე დღე

ტრენინგი თითქმის მიიწურა, ბევრი ახალი და საინტერესო რამ ვისწავლე, შემაჯამებელი დღეებია, ვხვეწთ საკუთარ გეგმებს და ვტვირთავათ პორტფოლიოში, რაც ასევე საინტერესო პროცესია. დრეს მთლიანად დიფერენცირებულ სწავლებაზე ვიმუსავეთ, განვიხილეთ საკითხები , რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა თითოეული ჩვენგანისთვის, რათა  ჩავრთოთ ყველა მოსწავლე სასწავლო პროცესში და ეს კი მათთვის საინტერესო იყოს, ამას კი თითოეული მოსწავლის შესაძლებლობისა და უნარის გათვალისწინებით მოვახერხებ, ჩემ სასწავლო პროექტის გეგმაში მოვიფიქრე და გავწერე ისეთი აქტივობები, რომელიც დაეხმარება როგორც სსსმ მოსწავლეს , ასევე გასაკუთრებულად ნიჭიერ მოსწავლეებსაც. საშინაო დავალებად მაქვს შესასრულებელი მოსწავლისა სავარაუდო ნაშრომი და დამხმარე რესურსები, გეგმას თტქმის ვამთავრებ და ძალიან მიხარია და იმედი მაქვს პორტფოლიოს პრეზენტაციასაც გავაკეთებ.

Saturday, July 9, 2016

მეოთხე დღე

    მეოთხე დღე საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო. ვიმუშავეთ ისევ პროექტის გგეგმებზე  კონკრეტულად. ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა , რაც ძალიან საინტერესოა ჩემთვის, თანდათან ვხვეწთ გეგმებს, კიდევ მოვისმინეთ კოლეგების გეგმები, განვიხილეთ, მივიღეთ მითითებები ტრენერისგან, ასევე ვიმსჯელეთ შეფასების ფორმებსა და სქემებზე, დავრწმუნდი რომ საჭიროა პროექტის უკეთ წარმართვისათვის სხვადასხვა შეფასებები და თვითშეფასებები, რაც მოსწავლეებს უფრო თავდაჟერებულსა და მოტივირებულს ხდის.
        მივიღეთ საშინაო დავალება, შევავსოთ შეფასების ჩარჩო .

Tuesday, July 5, 2016

მესამე დღე

მესამე დღე , თანდათან  უფრო საინტერესო ხდება ტრენინგი, ვიმუშავეთ გეგმის შაბლონებზე, Googl-ის აპლიკაციებზე.
     საშინაო დავალების მიმოხილვის შემდეგ სასწავლო მიზნებსა და ამოცანებზე ვისაუბრეთ, რადგან სასწავლო პროექტის დაგეგმვაში სწორედ ეს ეტაპია ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, რათა სასწავლო მიზნები უნა იყოს ესგ-ს სტანდარტებიდან  გამომდინარე. ტრენერი ცდილობს ყველაფერი დაწვრილებით აგვვიხსნას და გადმოგვცეს ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია, რომელიც შემდეგ დაგვეხმარება სასწავლო პროეცტის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
     ძალიან საინტერესო ტრენინგია ცოტა დამღლელი ,მაგრამ ნაყოფიერი. საშინაო დავალება მივიღეთ , მესამე დღეც დასრულდა.

Sunday, July 3, 2016

მეორე დღე

მეორე დღე


      მეორე დღე უფო საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან ვიმუშავეთ ბლოგში, ასევე წარვადგინეთ საშინაო დავალება, მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის თემები და გავმართეთ მცირე დისკუსია. ტრენერის დახმარებით განვიხილეთ საჭირო მასალები, გავეცანით სხვადასხვა შაბლონებს ,რაც გამიადვილებს პროექტზე მუშაობას, რის შემდეგაც მივიღეეთ  ახალი დავალება, დავგეგმოთ  სასწავლო პროექტი,რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება სხვადასხვა უნარების განვითარებაში, რასაც 21-ე საუკუნის უნარებს უწოდებენ, რომელიც inteli- პროგრამაში თვალსაჩინოდ არის გაშიფრული.

Saturday, July 2, 2016

პირველი დღე

       პირველი დღე




     inteli- ს ტრენინგს  მთელი გულითა და სულით ველოდი, რადგან მაინტერესებდა შემდეგი ეტაპი იმ ტრენინგისა, რომელიც უკვე გავლილი მქონდა დათოსთან,  სადაც ძალიან ბევრი ახალი რამ შევისწავლე, რასაც ხშირად ვიყენებ , როცა გავიგე  ტრენერი ისევ დათო  იქნებოდა ძალიან გამეხარდა,  პირველი დღის მოლოდინმაც გაამართლა, საინტერესო აღმოჩნდა ინტელის პროგრამის  გაცნობა და ამ პროგრამაში მუშაობა, რაც  სამომავლოდ გამომადგება   საგაკვეთილო პროცესში, სასწავლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში,  მოსწავლეთა დაინტერესებასაც  შეუწყობს ხელს  ვფიქრობ, რაც მათ შედეგებზეც აისახება.                                                                                                                          პირველი დღე ნაყოფიერი იყო, ველოდები კიდევ ბევრ სიახლეს, რასაც გამოვიყენებ ჩემი პორტფოლიოს  მოსაწესრიგებლად.