ტრენინგი თითქმის მიიწურა, ბევრი ახალი და საინტერესო რამ ვისწავლე, შემაჯამებელი დღეებია, ვხვეწთ საკუთარ გეგმებს და ვტვირთავათ პორტფოლიოში, რაც ასევე საინტერესო პროცესია. დრეს მთლიანად დიფერენცირებულ სწავლებაზე ვიმუსავეთ, განვიხილეთ საკითხები , რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა თითოეული ჩვენგანისთვის, რათა ჩავრთოთ ყველა მოსწავლე სასწავლო პროცესში და ეს კი მათთვის საინტერესო იყოს, ამას კი თითოეული მოსწავლის შესაძლებლობისა და უნარის გათვალისწინებით მოვახერხებ, ჩემ სასწავლო პროექტის გეგმაში მოვიფიქრე და გავწერე ისეთი აქტივობები, რომელიც დაეხმარება როგორც სსსმ მოსწავლეს , ასევე გასაკუთრებულად ნიჭიერ მოსწავლეებსაც. საშინაო დავალებად მაქვს შესასრულებელი მოსწავლისა სავარაუდო ნაშრომი და დამხმარე რესურსები, გეგმას თტქმის ვამთავრებ და ძალიან მიხარია და იმედი მაქვს პორტფოლიოს პრეზენტაციასაც გავაკეთებ.
No comments:
Post a Comment