პირველი დღე
inteli- ს ტრენინგს მთელი გულითა და სულით ველოდი, რადგან მაინტერესებდა შემდეგი ეტაპი იმ ტრენინგისა, რომელიც უკვე გავლილი მქონდა დათოსთან, სადაც ძალიან ბევრი ახალი რამ შევისწავლე, რასაც ხშირად ვიყენებ , როცა გავიგე ტრენერი ისევ დათო იქნებოდა ძალიან გამეხარდა, პირველი დღის მოლოდინმაც გაამართლა, საინტერესო აღმოჩნდა ინტელის პროგრამის გაცნობა და ამ პროგრამაში მუშაობა, რაც სამომავლოდ გამომადგება საგაკვეთილო პროცესში, სასწავლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში, მოსწავლეთა დაინტერესებასაც შეუწყობს ხელს ვფიქრობ, რაც მათ შედეგებზეც აისახება. პირველი დღე ნაყოფიერი იყო, ველოდები კიდევ ბევრ სიახლეს, რასაც გამოვიყენებ ჩემი პორტფოლიოს მოსაწესრიგებლად.
No comments:
Post a Comment